ორი გენიოსი |
მამაკაცის ხასიათში ჯერ კიდევ ბევრი ნაპრალი და წახნაგია. ყველა იმ განსხვავებულმა ძალამ და გარემოებამ, რომლებიც სამოქმედოდ აღძრავდნენ მამაკაცს, კვალი დააჩნია მის არსებას. ამიტომ თვალში გვხვდება ერთთან შუბლის არათანაზომიერი განვითარება, მეორესთან ზედმეტად წამოზრდილი ცხვირი, მესამესთან შეუმჩნეველი სისასტიკე ტუჩის კუთხეებში. მამაკაცს რომ მიზანთა და მისწრაფებათა ისეთივე კეთილმოქმედი მუდმივობა და ერთსახეობა ხლებოდა, ბუნება ალბათ შესძლებდა მისთვისაც გამოემუშავებინა გარკვეული სულიერი შაბლონი, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მამრს ურალოდ და ბუნებრივად, ზედმეტი ძალისხმევისა და დაძაბვის გარეშე ემოქმედა. მაშინ მას აღარ მოუხდებოდა თავისთვის ქცევის ესოდენ რთული კოდექსის შექმნა და აღარ ექნებოდა გარეშე გარემოებათა ზეგავლენით ნორმალური გზიდან გადახვევის ასეთი მიდრეკილება.
ქალი იმთავითვე დედაკაცის ყალიბში იქნა ჩამოსხმული. მამაკაცს არ მიუღია რაიმე თავდაპირველი დანიშნულება. აი, რატომ ვერ შეძლო მან სრულყოფილების ასეთ სილამაზემდე ამაღლება.
რაბინდრანათ თაგორი _ 1861-1941
No comments:
Post a Comment