Wednesday, March 2, 2011

დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო


ბოლო ერთი წელია, ხშრად მინდა წამიყვანოს იქ, შორს დედამიწისგან. მართლა დავიღალე ამ ქალაქისგან, ამ სამყაროსგან, ამ ხმაურისგან. ერთი, რითაც არ ვიღლები სიყვარულია, მაგრამ ეგეც ძნელად ხელშესახები გახდა. ყველაფრის სიყვარული გადაწონა თითქოს ამ ოხერი ინტერნეტის სიყვარულმა. არადა, ეს სიყვარული ილუზიურია, გრძნობა არ აქვს, არც ფერი და სურნელი აქვს, ნარკოტიკსაც ჰგავს, მიგიჩვევს, თავიდან კარგი გგონია, მერე კი გტკივა და მაინც ვერ ეშვები.
აღარ მინდა აქ, არც სამყაროში და არც ინტერნეტში, სხვაგან მინდა, სადაც მხოლოდ სიყვარულია და მთელი სხეული გულია, ერთ რიტმში მფეთქავი და ერთნაირად მოფიქრალი.
აბა, მიმოიხედეთ ირგვლივ, სად ხართ? რას აკეთებთ? არ მოგბეზრდათ ერთ ადგილზე ჯდომა? ხერხემლის ერთ მდგომაროებაში დასჯა? ფანჯრები მაინც გააღეთ, შემოვარდება მილიარდობით ხმა და იქიდან ერთი მაინც გაგიტყუებთ გარეთ. თუ ხმა ვერა, გრიპის ვირუსი შემოვარდება და ერთს კარგად წაგითაქებთ. ცოტა ხნით გამოგკეტავთ ლოგინებში, რომ დაფიქრდეთ, რაში ხარჯავთ დროს, რას ატანთ წყალს და დროის მდინარეს. რამდენი საათი გააცდინეთ სიყვარულის გარეშე.

ეჰ, რა ტყუილად ვლაპარაკობ. თქვენ ხომ უბრალოდ წაიკითხავთ ამ ჩემს ტკივილებს და იტყვით, ეკას დეპრესია აქვს. რით ვუშველოთ? ეს დახმარების სურვილიც ცოტა ხნით დაივანებს თქვენში, მერე იმასაც მოუწევს დიდხანს იჯდეს თქვენი მოცალეობის მისაღებში, რომ ეკას დაეხმართჴ. ისე, ეკა რა შუაშია, საკუთარ თავს დაეხმარეთ. ”დააშათდაუნეთ” ეს ტიალი კომპიუტერები და თუნდაც ნახევარი საათით, ჰაჰა, 15 წუთით გაიარეთ გარეთ, ფეხით, მანქანით არა. ეჰ, რამდენს აკლებთ საკუთარ თავებს და სამყაროს, რომელიც შეიძლებოდა მყვარებოდა მე, ასე რომ არ ჩეკეტილიყო ყველა თავის საკანში:(

No comments:

Post a Comment

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები