Thursday, March 10, 2011

პასუხი ყივჩაღს


მოდი, შემომხვდი ათას წლის მერე,

გული ტკივილით სანამ დამსერავს,

მოდი, არავინ დაგიშლის ახლა

ჩემი თითებით პეშვის ავსებას.



არ დაგჭირდება ტაძრების ლეწვა,

ქმარიც არ მიდგას გვერდით კლდესავით,

მიჯნურიც ფიქრის ზღვამ გაიყოლა,

ოდესღაც შენზე ხანჯლის მლესავი.



მოდი, მოგელი მუხრანის ბოლოს,

დაგნაცრავს ეშხი ჩემი ქალობის,

შემომეგებე, პირისპირ მითხარ,

ათასი წელი როგორ წვალობდი.



შემომეგებე, ყორღანებისკენ

თვითონ მოვაფრენ ბედაურს შეშლილს,

ტრფობის კი მჯერა, თუმცა ყივჩაღო,

ვეჭვობ, ვინც მიყვარს, შემომხვდეს შენში.



ქსანთან ბედაურს ჩუტყდა ნალი,

თითქოს ჩამიწყდა გზებიც საფრენი,

მომხდურო, გულიც არ ძგერს საშენოდ,

უკან მივყვები გზას მზედაფენილს.

2 comments:

  1. გენიალური ლექსია

    ReplyDelete
  2. ძაან ლამაზი ლექსია, მომეწონა ეკა

    ReplyDelete

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები