Wednesday, March 16, 2011

რა მინდა?

არ მინდა, მაგრამ უნდა მოვიკლა,
თავი, რომელიც ასე მამძიმებს,
გაფრთხილებთ ყველას, ვერ გაპატიებთ,
ყვავილთა გვირგვინს და ჩუმ სამძიმრებს.
უნდა დავსერო ვენები ვნების,
დავღვარო სისხლი ასე რომ მავსებს,
ვერ გაპატიებთ ვერც მითქმა-მოთქმას,
ვერც თვალებს, ცრემლით ავსებულ თასებს.
უნდა მოვიკლა ყველა ვნება
და სიგიჟისაკენ გზები ჩავშალო ,
ყველა ფიქრი და დარდი დავწრიტო,
აღმგზნები ტვინის, ცრუ და საშარო.
არ მინდა, მაგრამ გული გამირბის,
თავლაში, სადაც ყეფენ ცხენები,
ელიან უზანგს დაურწევთ როცა,
ჩემი ტერფები სისხლის ცხლებით.
სუსტი მკლავები ჩავჭიდო ფაფარს,
წელზე გავეკრა ბედაურს აშლილს
და მერე ქარის შევერთო ქროლვას,
ღმერთო, ამ სურვილს ვერაფრით წავშლი.
არ მინდა, რატომ მოვიკლა თავი,
რისთვის დავღვარო სისხლი ზედაშე?
და მაინც იცი როდის ვარ კარგად?
როცა მარტო ვართ ღმერთო მე და შენ.

No comments:

Post a Comment

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები