Thursday, March 24, 2011
ამბავი ლილიტისა, ადამის პირველი ცოლისა:)
ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო.
უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული.
ასეა თუ ისე, თევზების ეპოქაში ლილიტი აშკარად “რეპრემზე” იქნა.
შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა.
ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა - ისე, როგორც ადამი და ევა.
ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.
გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ - დღემოკლე.
ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.
კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს.
ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი - წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.
იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების - ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ.
იუდაიზმში ლილიტი ბავშვების მოძულე და მათი მტერია. იუდეურ კაბალაში (ზოჰარის წიგნი) ლილიტი სამოელის ცოლი და დემონების დედააა.
ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა.
ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად.
ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა.
ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში - “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც - ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით...
ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება.
სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა.
აქ ეტყობა რა ტვინის ბურღიც იქნებოდა ადამი. საწყალი ევა, როგორ უსმენს:) |
მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი - ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.
”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” - შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.
“მერე რა მეშველება?” - არ თმობდა ადამი.
მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.
გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-მზეს ანბანში”:
“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, - თქვა ლილიტმა.
- არც მე, - მიუგო ადამმა, - მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.
- ჩვენ თანასწორი ვართ, - შეედავა ლილიტი, - არ დაგემორჩილები!
- შენ არავინ არა ხარ! - გაბრაზდა ადამი, - ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”
ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.
უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო:
ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას..
Wednesday, March 16, 2011
რა მინდა?
არ მინდა, მაგრამ უნდა მოვიკლა,
თავი, რომელიც ასე მამძიმებს,
გაფრთხილებთ ყველას, ვერ გაპატიებთ,
ყვავილთა გვირგვინს და ჩუმ სამძიმრებს.
უნდა დავსერო ვენები ვნების,
დავღვარო სისხლი ასე რომ მავსებს,
ვერ გაპატიებთ ვერც მითქმა-მოთქმას,
ვერც თვალებს, ცრემლით ავსებულ თასებს.
უნდა მოვიკლა ყველა ვნება
და სიგიჟისაკენ გზები ჩავშალო ,
ყველა ფიქრი და დარდი დავწრიტო,
აღმგზნები ტვინის, ცრუ და საშარო.
არ მინდა, მაგრამ გული გამირბის,
თავლაში, სადაც ყეფენ ცხენები,
ელიან უზანგს დაურწევთ როცა,
ჩემი ტერფები სისხლის ცხლებით.
სუსტი მკლავები ჩავჭიდო ფაფარს,
წელზე გავეკრა ბედაურს აშლილს
და მერე ქარის შევერთო ქროლვას,
ღმერთო, ამ სურვილს ვერაფრით წავშლი.
არ მინდა, რატომ მოვიკლა თავი,
რისთვის დავღვარო სისხლი ზედაშე?
და მაინც იცი როდის ვარ კარგად?
როცა მარტო ვართ ღმერთო მე და შენ.
თავი, რომელიც ასე მამძიმებს,
გაფრთხილებთ ყველას, ვერ გაპატიებთ,
ყვავილთა გვირგვინს და ჩუმ სამძიმრებს.
უნდა დავსერო ვენები ვნების,
დავღვარო სისხლი ასე რომ მავსებს,
ვერ გაპატიებთ ვერც მითქმა-მოთქმას,
ვერც თვალებს, ცრემლით ავსებულ თასებს.
უნდა მოვიკლა ყველა ვნება
და სიგიჟისაკენ გზები ჩავშალო ,
ყველა ფიქრი და დარდი დავწრიტო,
აღმგზნები ტვინის, ცრუ და საშარო.
არ მინდა, მაგრამ გული გამირბის,
თავლაში, სადაც ყეფენ ცხენები,
ელიან უზანგს დაურწევთ როცა,
ჩემი ტერფები სისხლის ცხლებით.
სუსტი მკლავები ჩავჭიდო ფაფარს,
წელზე გავეკრა ბედაურს აშლილს
და მერე ქარის შევერთო ქროლვას,
ღმერთო, ამ სურვილს ვერაფრით წავშლი.
არ მინდა, რატომ მოვიკლა თავი,
რისთვის დავღვარო სისხლი ზედაშე?
და მაინც იცი როდის ვარ კარგად?
როცა მარტო ვართ ღმერთო მე და შენ.
Thursday, March 10, 2011
პასუხი ყივჩაღს
მოდი, შემომხვდი ათას წლის მერე,
გული ტკივილით სანამ დამსერავს,
მოდი, არავინ დაგიშლის ახლა
ჩემი თითებით პეშვის ავსებას.
არ დაგჭირდება ტაძრების ლეწვა,
ქმარიც არ მიდგას გვერდით კლდესავით,
მიჯნურიც ფიქრის ზღვამ გაიყოლა,
ოდესღაც შენზე ხანჯლის მლესავი.
მოდი, მოგელი მუხრანის ბოლოს,
დაგნაცრავს ეშხი ჩემი ქალობის,
შემომეგებე, პირისპირ მითხარ,
ათასი წელი როგორ წვალობდი.
შემომეგებე, ყორღანებისკენ
თვითონ მოვაფრენ ბედაურს შეშლილს,
ტრფობის კი მჯერა, თუმცა ყივჩაღო,
ვეჭვობ, ვინც მიყვარს, შემომხვდეს შენში.
ქსანთან ბედაურს ჩუტყდა ნალი,
თითქოს ჩამიწყდა გზებიც საფრენი,
მომხდურო, გულიც არ ძგერს საშენოდ,
უკან მივყვები გზას მზედაფენილს.
Monday, March 7, 2011
ომი
ბოლო აფეთქების შემდეგ ალბათ ერთი საათი გავიდა.სიჩუმე ისე გამეფდა, თითქოს საშინელი არაფერი ხდებოდა. ტკივილმა მიმატა. გულაღმა ვიწექი ვაზის ძირში. ფოთლების მიღმა ვხედავდი მზეს, რომელიც სიცოცხლის და გადარჩენის იმედს მაძლევდა. წამოვიწიე. კაბა სულ სველი მქონდა, ეტყობა სირბილში წყლები ისე დავღვარე, რომ შიშისგან არაფერი გამიგია. ჯერ მუხლებზე დავდექი, მერე ხელისგულებითაც დავებჯინე მიწას და ასე ოთხზე დამდგარმა პირით დავიწყე ღრმად სუნთქვა. ტკივილი უარესდებოდა. მინდოდა როგორმე მარნამდე მივსულიყავი. კიდევ ერთხელ გავხედე ნასახლარს, გუშინდელი აალებულისგან თითქმის არაფერი დარჩენილიყო. სახლიდან ორასიოდე მეტრში ხელუხლებლად იდგა მარანი.მის კარამდე ვენახიდან რაღაც ასიოდე ნაბიჯი მაშორებდა. წარმოვიდგინე, რომ იქ, გრილ, ბეტონის იატაკზე დავწვებოდი და სიცხე ჩაქვრებოდა სხეულში. წამოდგომა არ შემეძლო. ხელები ამიკანკალდა და გვერდზე გადავვარდი. მოვიკუნტე როგროც შემეძლო. ემბრიონის ფორმა მივიღე და დედაჩემი გამახსენდა, სამი დღე გაჩენდი, ტკივილებისგან კედლებს ვკაწრავდიო. ახლა რომ მხედავდეს, ალბათ სახეს დაიკაწრავდა. რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს და ახლა, როგორ უნდა გავაჩინო და გადავარჩინო არც ვიცი.თავს იმით ვიიმედებ, რომ პირველყოფილ ქალებსაც არ ჰყავდათ ბებიაქალები და გინეკოლოგები, მაგრამ აჩენდნენ. მაშინ მეც უნდა შევძლო, მაგრამ რომ გაჩნდება მერე რა ვქნა? თითქოს მენჯის სახსრებში გაიხსნა და ხერხემალში მალები ერთმანეთს დაშორდა, საშინელმა ტკივილმა დამიარა სხეულში და ვიგრძენი როგორ მომაწვა ბავშვი საშოს ყელში. ჩემი პატარა დაბადებას და ჩემს გათავისუფლებას ცდილობდა. ოდნავ შევძელი წამოწევა, ვაზის ჭიგოს მოვეჭიდე და ფოთლების მოკრეფა ვცადე. ექვსიოდე ფოთოლს მივწვდი, მერე ვაზს ზურგით მივეყრდენი, ფეხები გავწიე და საჯდომის ქვეშ დავილაგე. ხელები გავშალე, გვერდით მდგომ ვაზებს ჩავეჭიდე და გავიჭინთე. ისე დაიბადა, ვერ მივეხმარე. ტკივილმა ოდნავ მიკლო, პაწია, ვარდისფერი სხეული ხმას არ იღებდა, კანკალით დავხედე, უნდა გადარჩე დედი, უნდა გადარჩე, ამოვთქვი და ნანატრ შვილს დავწვდი. უცებ ძალიან ახლოს გაისმა აფეთქების ხმა, ბავშვი თითქოს ამ საშინელ ხმას ელოდა, ატირდა. გულზე მივიკარი ჩემი ბიჭი. ღმერთო მიშველე-მეთქი, ამოვილუღლუღე და უცებ ისევ დამიარა ხერხემალში ტკივილმა, ისევ მომაწვა რაღაც საშოს ყელში. ეს ალბათ პლაცენტა თუ მომყოლია, გავიფიქრე და გამიკვირდა, ასე რატომ მეტკინა. ვიცოდი, რომ მშობიარობის შემდეგ აუტანელი ტკივილები მალევე ცხრება. მე ისევ ვმშობიარობდი და ვერ დამეჯერებინა. ორი თვის წინ ექსოკოპიაზე ექიმმა დამარცვლით გამიმეორა, რომ მამრობითი სქესის მხოლოდ ერთ ნაყოფს ვატარებდი მუცლით. ცალი ხელით ბიჭუნა მკერდზე მაგრად მივიკარი. მეორეთი ისევ გვერდით მდგომ ვაზს ჩავეჭიდე. კიდევ კარგი, რომ ვაზები ასე ახლოს იყო ერთმანეთთან. ზურგითაც ვაზს და ჭიგოს მივაწექი და ისევ გავიჭინთე...
მარანში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ეტყობა აქ არავინ შემოსულა. მამაჩემის ძველი, სანადირო ქურთუკი ჩამოვიღე საკიდიდან, საწნახელში ჩავაფინე, მერე ძველი კარადის უჯრიდან სუფთა, სუფრის ტილოები ამოვიღე, დედა ამ ტილოებს სახელდახელოდ გადააფენდა ხოლმე ბუხართან მდგომ ტაბლაზე, როდესაც მამა და მისი ორი ძმა ყურძნის დაწურვას მორჩებოდნენ. გაიშლებოდა სუფრა, აუვიდოდა ბროწეულის საწებლიან, კეცზე შემწვარ წიწილს ოხშივარი და... ტილოებში გახვეული, დანაყრებული ჩემი ქალ-ვაჟი საწნახელში ჩავაწვინე. კიდევ კარგი, რომ შიშით რძე არ გამიშრა. ტკივილი აღარ მაწუხებდა, მაგრამ საშინელ დაღლილობას და შიმშილს ვგრძნობდი. ძველი კარადის თაროებზე საზამთროდ გამზადებული მწნილის, მურაბების და კონსერვის ქილები იყო ჩამწკრივებული. ხელები ჯერ კიდევ მკვახე, დასრესილი ისრიმის წვენით გავიწმინდე და პირდაპირ ქილიდან დავიწყე ჭამა. ცოტა ხანში ფეხის სმა მომესმა, მარნის კარი ფრთხილად გაიღო. ჯერ იარაღი გამოჩნდა, მერე ვიღაც, სამხედრო ფორმიანი გადამთიელი. ძარღვებში სისხლი გამეყინა. კაცი ჩემი ქმრის ასაკის იქნებოდა. დიდი ლურჯი თვალები ქონდა. ალბათ დედის ინსტიქტით ვიგრძენი, რომ სისხლისმსმელს არ გავდა. მარტო ხარ? მკითხა რუსულად. თავი დავუქნიე. მომიახლოვდა, საწნახელში ჩაიხედა და გაეღიმა. ახლა დაიბადნენ, ვუთხარი ჩუმად. ზურგიდან ჩანთა მოიხსნა, პატარა, ლურჯი პარკი ამოიღო, გახსნა, პურის სამი თხელი ნაჭერი ამოძვრინა და მომცა, ჭამე, ეს აუცილებელიაო. რატომ გვხოცავთ? ვკითხე და ვიგრძენი, რომ რაღაც მომაწვა ყელში, იმიტომ, რომ ჩემი შვილები დახოცილები წარმოვიდგინე იმ დროს. ძირს დაჯდა. საწნახელს ზურგით მიეყრდნო. ჯერ თავი ჩაკიდა, მერე კი უზარმაზარი, ლურჯი თვალებით შემომხედა და მითხრა, _ ჩვენ თქვენ არ გკლავთ, თავს ვიკლავთ. საზიზღრობაა ომი. სამი შვილი მყავს. ყველაზე პატარა ამათზე 5 თვით უფროსია. მე დავიღალე. ჩვენ ვაგებთ, ეშმაკთან ომს ვაგებთ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. აქედან უნდა გაგიყვანოთ. ჩვენს უკან სხვები მოდიან, ყველაფერს ”წმენდენ” და ვერ დაგტოვებ.
საკიდიდან მამაჩემის ძველი, სანადირო ჩანთები და თოკები ჩამოიღო, სახელდახელო ”კენგურუები” შეკრა. ერთი მე გამიკეთა, მეორე თვითონ ჩამოიკიდა კისერზე. ბიჭი თვითონ ჩაიწვინა ”ჩანთაში”, გოგონა მე მომახუტა მკერდზე და მშვიდად მითხრა: უკვე მზად ვართ, რომ წავიდეთ.
_ სად წამიყვან?
_ სამშვიდობოს.
_ სად არის ეგ სამშვიდობო?
_ შენი ქმარი სად არის, იბრძვის? (პასუხი ბანზე ამიგდო.)
_ ჩემი ქმარი სხვა ქვეყანაშია. ისე მოულოდნელად დაგვიწყეთ ომი, რომ ვერ ჩამოგვისწრო. ფრენა არ არის.
_ აქ მარტო იყავი?
_ ჰო, მეგონა მშობლებს მოვუსწრებდი. ქალაქიდან გამოვიქეცი. ტყვედ წაუყვანიათ. სახლი გაძარცვული და ცეცხლწაკიდებული დამხვდა. მანქანა თქვენმა ჯალათებმა წამართვეს. გამოვიქეცი, აქამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით გამოვიარე.
მობრუნდა და სველი, ლურჯი თვალებით შემომხედა. ასე იდგა ერთხანს. როგორ არ გავდა მტერს. მერე თვალები აერია სისველით და ჩუმად მითხრა, მაპატიე და ილოცე ჩემთვისო...
საზღვრის მიღმა ჩემი ქმარი იდგა. წინ შეიარაღებული ჩვენი მეომრები ამოსდგომოდნენ. ლურჯთვალებიანს ბავშვები გამოვართვი. თავი დახარა და კიდევ ერთხელ ჩუმად მითხრა ის, რასაც სამდღიანი ურთიერთობის დროს ძალიან ხშირად მიმეორებდა. მე მტერი არ ვარ. მაპატიეთ და ილოცეთ ჩემთვისო.
Wednesday, March 2, 2011
დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო
ბოლო ერთი წელია, ხშრად მინდა წამიყვანოს იქ, შორს დედამიწისგან. მართლა დავიღალე ამ ქალაქისგან, ამ სამყაროსგან, ამ ხმაურისგან. ერთი, რითაც არ ვიღლები სიყვარულია, მაგრამ ეგეც ძნელად ხელშესახები გახდა. ყველაფრის სიყვარული გადაწონა თითქოს ამ ოხერი ინტერნეტის სიყვარულმა. არადა, ეს სიყვარული ილუზიურია, გრძნობა არ აქვს, არც ფერი და სურნელი აქვს, ნარკოტიკსაც ჰგავს, მიგიჩვევს, თავიდან კარგი გგონია, მერე კი გტკივა და მაინც ვერ ეშვები.
აღარ მინდა აქ, არც სამყაროში და არც ინტერნეტში, სხვაგან მინდა, სადაც მხოლოდ სიყვარულია და მთელი სხეული გულია, ერთ რიტმში მფეთქავი და ერთნაირად მოფიქრალი.
აბა, მიმოიხედეთ ირგვლივ, სად ხართ? რას აკეთებთ? არ მოგბეზრდათ ერთ ადგილზე ჯდომა? ხერხემლის ერთ მდგომაროებაში დასჯა? ფანჯრები მაინც გააღეთ, შემოვარდება მილიარდობით ხმა და იქიდან ერთი მაინც გაგიტყუებთ გარეთ. თუ ხმა ვერა, გრიპის ვირუსი შემოვარდება და ერთს კარგად წაგითაქებთ. ცოტა ხნით გამოგკეტავთ ლოგინებში, რომ დაფიქრდეთ, რაში ხარჯავთ დროს, რას ატანთ წყალს და დროის მდინარეს. რამდენი საათი გააცდინეთ სიყვარულის გარეშე.
ეჰ, რა ტყუილად ვლაპარაკობ. თქვენ ხომ უბრალოდ წაიკითხავთ ამ ჩემს ტკივილებს და იტყვით, ეკას დეპრესია აქვს. რით ვუშველოთ? ეს დახმარების სურვილიც ცოტა ხნით დაივანებს თქვენში, მერე იმასაც მოუწევს დიდხანს იჯდეს თქვენი მოცალეობის მისაღებში, რომ ეკას დაეხმართჴ. ისე, ეკა რა შუაშია, საკუთარ თავს დაეხმარეთ. ”დააშათდაუნეთ” ეს ტიალი კომპიუტერები და თუნდაც ნახევარი საათით, ჰაჰა, 15 წუთით გაიარეთ გარეთ, ფეხით, მანქანით არა. ეჰ, რამდენს აკლებთ საკუთარ თავებს და სამყაროს, რომელიც შეიძლებოდა მყვარებოდა მე, ასე რომ არ ჩეკეტილიყო ყველა თავის საკანში:(
ვეიკ-ფართი:))
მიშო ხეოციძის ”კოლექციიდან”:)))
დაბადების დღე აქვს ვაკეს,
არ გეგონოთ ლექსი "რიჟა",
მოაწყო მან "ვეიქ-ფართი"
და უბნები დაპატიჟა.
დაღონებული დაბრუნდა გლდანი,
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი "ზმანი"
"Fეის-კონტროლი"ვერ გაიარა.
თუმც დაპატიჟა ვაკემ პირადად,
ვერ მიდის სტუმრად მაინც ლოტკინი,
სენმა დასძლია,ავადმყოფია,
ლოგინში წევს და სტანჯავს ბოტკინი.
ჩამოფრენილა სტუმრად ბროდვეიც,
სპეციალურად "ამა დღისათვის",
თემქამ ვერასთან ზარი გაუშვა,
ფული ესესხა საჩუქრისათვის.
სანზონა ღელავს,ტირილს აპირებს,
რადგან გაეხა ჯინსი შუაზე,
ისანს ჰალსტუხი "უთრევია" და
იცინის,აღარ არის ჭკუაზე.
"გამოვძღებიო"-ხარობს გლდანულაც
ცმუკავს,დახტუნავს,თითქოს რწყილია,
სიგარას "ქაჩავს" ნახალოვკა და
რაღათქმაუნდა დაბოლილია.
Tuesday, March 1, 2011
ყველა(ფერი) მეგობრების შესახებ: ჩემი პლანეტა
ყველა(ფერი) მეგობრების შესახებ: ჩემი პლანეტა: "ეს ჩემი, საკუთარი სამყაროა. აქ ის არის, რაც სულში მაქვს. თუ აქ მოსვლას მიეჩვიე, ე.ი. მოგწონს ყოფნა ჩემს სულთან ახლოს, ჩემიანი ხარ. მეც  ..."
Subscribe to:
Posts (Atom)
- Ekaterine
- Tbilisi, Georgia
- მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)
თემები
- ა;პინისტი (1)
- აბორტი (1)
- აგრაფინა ჯაფარიძე (1)
- ადამი (1)
- აკლდამები (2)
- ანატორი (1)
- ანდაქი (1)
- ბაგრატა პაპა (1)
- ბავშვობა (1)
- ბედაური (1)
- ბონდის ხიდი (1)
- გადასხმა (1)
- გელა ოთარაშვილი (1)
- გველები (1)
- გვირილა (1)
- გმირთა მოედანი (1)
- გრაფი ოლდენბურგი (1)
- დართლო (1)
- დედა (1)
- დევნოსაძე (1)
- დონორი (1)
- დუქანი (1)
- ეკა ლომიძე (1)
- ვაზი (1)
- ვაკე (1)
- ვეკო პაპასკირი (1)
- ვირუსი (1)
- ზაალ ქიქოძე (1)
- თავი (1)
- თავლა (1)
- თუთის ხე (1)
- თუშეთი (1)
- იაპონია (1)
- ინტერნეტი (1)
- იშთარ (1)
- კაბა (1)
- კლარჯეთი (1)
- კობა ჭუმბურიძე (1)
- ლილიტი (1)
- მაგარი ბაბუა (1)
- მაჩნიხარ (1)
- მერაბ ხაბაზი (1)
- მესხეთი (1)
- მისამართი (1)
- მისაქციელი (1)
- მიშა (1)
- მიხეილ ხეცოიძე (1)
- მკვლელობა (1)
- მლეთა (1)
- მოხუცი (1)
- მტერი (1)
- მუცო (1)
- მშობიარობა (1)
- მშობიარობა ბაშვები (1)
- ომი (1)
- ორსულობა (1)
- ოშკი (1)
- პაემანი (1)
- რაბინდრანათ თაგორი (1)
- რასა (1)
- რაჭა (1)
- რეზუსი (1)
- რიკოთი (1)
- საგზაო მოძრაობა (1)
- სამყარო (1)
- სამშობიარო ბლოკი (1)
- სამძიმარი (1)
- სიდედრი (1)
- სიზმარი (1)
- სისხლი (1)
- სიყვარული (1)
- სიყვარულის ახსნა (1)
- სტატია (1)
- ტაო (1)
- უზანგი (1)
- უმისამართო (1)
- უხუცესი ხუნევი ლომიძე (1)
- ღმერთი (2)
- ყივჩაღი (1)
- შვილი (1)
- შორენა (1)
- შუქნიშანი (1)
- ცოლი (1)
- ძიუდო (1)
- წარღვნა (1)
- წაწალი (1)
- წვიმა (1)
- ხანძთა (1)
- ხევსურეთი (1)
- ჯოჯოხეთი (1)