2011 წლის 18 მაისს სოფელ მლეთაში წავედი. ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა ალექს კედელაშვილმა მითხრა თუ რა გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი ამ სოფელში. გამუდმებით ეშინიათ მოვარდნილი ღვარცოფის, რომელსაც ერთბაშად შეუძლია გაანადგუროს არამარტო საცხოვრებელი სახლები, ადამიანთა სიცოცხლეც. ვიფიქრე, ამ ხალხის გასაჭირის შესახებ მომეთხრო საზოგადოებისთვის. იქნებ გამოჩნდეს ხსნა. ამჯერად ზემო მლეთის ქვემო ნაწილის მკვიდრი რამდენიმე კომლი დღეს და ღამეს მოულოდნელად მოსული სიკვდილის მოლოდინში ატარებს და ძალიან საინტერესო ის არის, რომ ეს ხალხი არ ითხოვს სადმე შორს წასვლას, მთებს ვერ მოვწყდებით, იქნებ ვინმე პატარა კოტეჯების, სადმე ცოტა მაღლობზე ჩდგმაში დაგვეხმაროსო. მთიელებს მთის დატოვება არ უნდათ. ღვარცოფმა როგორ უნდა წაშალოს კაცის კვალიო...
Thursday, May 19, 2011
Wednesday, May 18, 2011
იშთარ
ილოცე იშთარ,
წაგლეკავდეს სანამდე ქარი,
მტვერი ხარ შენც და
მოგონილი ჩემნაირ კაცთა.
ილოცე იშთარ, ილოცე იშთარ
ვნებები გაცვდა...
Tuesday, May 17, 2011
თხოვნა სიკვდილთან
სანამ დამცლიდე
და სხეულს ჩემსას
ჭურჭელივით მიამსხვრევ სანამ,
ერთიც მაცალე.
წავალ, დავლევ და
მერე დამცალე,
დიდი ხნით რომ გამოთვრე ჩემით
და სხვებს აცალო,
გაიარონ მშვიდად საცალო
ბილიკი მიწის.
ჯერ არ დამცალო,
ჯერ სიცოცხლის წყურვილით ვიწვი.
და სხეულს ჩემსას
ჭურჭელივით მიამსხვრევ სანამ,
ერთიც მაცალე.
წავალ, დავლევ და
მერე დამცალე,
დიდი ხნით რომ გამოთვრე ჩემით
და სხვებს აცალო,
გაიარონ მშვიდად საცალო
ბილიკი მიწის.
ჯერ არ დამცალო,
ჯერ სიცოცხლის წყურვილით ვიწვი.
Sunday, May 15, 2011
მე ვერ დავუხევ გვირილას კაბას
მე ვერ დავუხევ გვირილას კაბას,
უამისოდაც ვიცი, გაჩნივარ.
ისიც ვიცი, რომ თეთრ სიჩუმეში
ახლა ჩემსავით სჭედავ არჩევანს.
მე ტუჩზე ვაშლის ნაკბეჩს ვისწორებ,
შენ საკინძესთან შემწყდარი ღილის
ცდილობ ჩემს თმებში სუნთქვით მოძებნას
და თვალთან კოცნით მიტოვებ ღიმილს.
გაჩნივარ? არა? თითებზე ვითვლი,
გული ბოლომდე გასვლას ვერ ითმენს,
ცხელი ტუჩებით მიხვატავ თმებს და
მკერდში ჩიტივით იხუტებ თითებს...
Thursday, May 12, 2011
ცოლი
მე ის თიხა ვარ,
შენ რომ უნდა კაცად გაქციოს,
შენს მოლოდინში, როგორც მიწა წვიმისგან ლბება,
ისე ასველებს ჩემი ძუძუს კერტებს სურვილი
შენთან შერწყმის და მელეწება მკლავებზე ვნება.
მე ის თიხა ვარ,
შენ რომ უნდა ძერწო ამაღამ,
მწიფე მიწა ვარ, დაპენტილი ატმის კვირტებით
და თუ ჩამაქსოვ მშიერ მკერდში სიცოცხლის ღეროს,
ცოტაც და ჩვილის სათუთი ხმით აგიტირდები.
მე ის თიხა ვარ,
შენ რომ უნდა მამად გაქციოს…
მე ის თიხა ვარ, შენ რომ უნდა ძერწო ამაღამ…
Saturday, April 23, 2011
მაჩნიხარ
ანჩისხატს გავედრებ, მაჩნიხარ,
წყლული ხარ ტკბილი და მომწაროც,
ხვაშიად იმად არ გიმხილე,
აჩრდილად მექცე და მომწამლო.
არ მინდა ცხადად ან ფიქრებში,
თუნდ სიზმრად გაგიხდე წაწალი,
არადა, მეზრდება გველივით,
მკერდზე დაუშლელი ნაწნავი...
მაჩნიხარ, მაჩნიხარ წყლულებად,
სახეზე, გულზე თუ თვალებში,
ხსნა ერთი მენახვის მთის ქალას
ხევებზე ჯიხვებით თარეში...
Thursday, March 24, 2011
ამბავი ლილიტისა, ადამის პირველი ცოლისა:)
ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო.
უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული.
ასეა თუ ისე, თევზების ეპოქაში ლილიტი აშკარად “რეპრემზე” იქნა.
შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა.
ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა - ისე, როგორც ადამი და ევა.
ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.
გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ - დღემოკლე.
ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.
კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს.
ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი - წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.
იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების - ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ.
იუდაიზმში ლილიტი ბავშვების მოძულე და მათი მტერია. იუდეურ კაბალაში (ზოჰარის წიგნი) ლილიტი სამოელის ცოლი და დემონების დედააა.
ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა.
ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად.
ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა.
ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში - “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც - ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით...
ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება.
სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა.
| აქ ეტყობა რა ტვინის ბურღიც იქნებოდა ადამი. საწყალი ევა, როგორ უსმენს:) |
მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი - ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.
”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” - შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.
“მერე რა მეშველება?” - არ თმობდა ადამი.
მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.
გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-მზეს ანბანში”:
“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, - თქვა ლილიტმა.
- არც მე, - მიუგო ადამმა, - მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.
- ჩვენ თანასწორი ვართ, - შეედავა ლილიტი, - არ დაგემორჩილები!
- შენ არავინ არა ხარ! - გაბრაზდა ადამი, - ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”
ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.
უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო:
ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას..
Wednesday, March 16, 2011
რა მინდა?
არ მინდა, მაგრამ უნდა მოვიკლა,
თავი, რომელიც ასე მამძიმებს,
გაფრთხილებთ ყველას, ვერ გაპატიებთ,
ყვავილთა გვირგვინს და ჩუმ სამძიმრებს.
უნდა დავსერო ვენები ვნების,
დავღვარო სისხლი ასე რომ მავსებს,
ვერ გაპატიებთ ვერც მითქმა-მოთქმას,
ვერც თვალებს, ცრემლით ავსებულ თასებს.
უნდა მოვიკლა ყველა ვნება
და სიგიჟისაკენ გზები ჩავშალო ,
ყველა ფიქრი და დარდი დავწრიტო,
აღმგზნები ტვინის, ცრუ და საშარო.
არ მინდა, მაგრამ გული გამირბის,
თავლაში, სადაც ყეფენ ცხენები,
ელიან უზანგს დაურწევთ როცა,
ჩემი ტერფები სისხლის ცხლებით.
სუსტი მკლავები ჩავჭიდო ფაფარს,
წელზე გავეკრა ბედაურს აშლილს
და მერე ქარის შევერთო ქროლვას,
ღმერთო, ამ სურვილს ვერაფრით წავშლი.
არ მინდა, რატომ მოვიკლა თავი,
რისთვის დავღვარო სისხლი ზედაშე?
და მაინც იცი როდის ვარ კარგად?
როცა მარტო ვართ ღმერთო მე და შენ.
თავი, რომელიც ასე მამძიმებს,
გაფრთხილებთ ყველას, ვერ გაპატიებთ,
ყვავილთა გვირგვინს და ჩუმ სამძიმრებს.
უნდა დავსერო ვენები ვნების,
დავღვარო სისხლი ასე რომ მავსებს,
ვერ გაპატიებთ ვერც მითქმა-მოთქმას,
ვერც თვალებს, ცრემლით ავსებულ თასებს.
უნდა მოვიკლა ყველა ვნება
და სიგიჟისაკენ გზები ჩავშალო ,
ყველა ფიქრი და დარდი დავწრიტო,
აღმგზნები ტვინის, ცრუ და საშარო.
არ მინდა, მაგრამ გული გამირბის,
თავლაში, სადაც ყეფენ ცხენები,
ელიან უზანგს დაურწევთ როცა,
ჩემი ტერფები სისხლის ცხლებით.
სუსტი მკლავები ჩავჭიდო ფაფარს,
წელზე გავეკრა ბედაურს აშლილს
და მერე ქარის შევერთო ქროლვას,
ღმერთო, ამ სურვილს ვერაფრით წავშლი.
არ მინდა, რატომ მოვიკლა თავი,
რისთვის დავღვარო სისხლი ზედაშე?
და მაინც იცი როდის ვარ კარგად?
როცა მარტო ვართ ღმერთო მე და შენ.
Thursday, March 10, 2011
პასუხი ყივჩაღს
მოდი, შემომხვდი ათას წლის მერე,
გული ტკივილით სანამ დამსერავს,
მოდი, არავინ დაგიშლის ახლა
ჩემი თითებით პეშვის ავსებას.
არ დაგჭირდება ტაძრების ლეწვა,
ქმარიც არ მიდგას გვერდით კლდესავით,
მიჯნურიც ფიქრის ზღვამ გაიყოლა,
ოდესღაც შენზე ხანჯლის მლესავი.
მოდი, მოგელი მუხრანის ბოლოს,
დაგნაცრავს ეშხი ჩემი ქალობის,
შემომეგებე, პირისპირ მითხარ,
ათასი წელი როგორ წვალობდი.
შემომეგებე, ყორღანებისკენ
თვითონ მოვაფრენ ბედაურს შეშლილს,
ტრფობის კი მჯერა, თუმცა ყივჩაღო,
ვეჭვობ, ვინც მიყვარს, შემომხვდეს შენში.
ქსანთან ბედაურს ჩუტყდა ნალი,
თითქოს ჩამიწყდა გზებიც საფრენი,
მომხდურო, გულიც არ ძგერს საშენოდ,
უკან მივყვები გზას მზედაფენილს.
Subscribe to:
Posts (Atom)
- Ekaterine
- Tbilisi, Georgia
- მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)
ბლოგის არქივი
თემები
- ა;პინისტი (1)
- აბორტი (1)
- აგრაფინა ჯაფარიძე (1)
- ადამი (1)
- აკლდამები (2)
- ანატორი (1)
- ანდაქი (1)
- ბაგრატა პაპა (1)
- ბავშვობა (1)
- ბედაური (1)
- ბონდის ხიდი (1)
- გადასხმა (1)
- გელა ოთარაშვილი (1)
- გველები (1)
- გვირილა (1)
- გმირთა მოედანი (1)
- გრაფი ოლდენბურგი (1)
- დართლო (1)
- დედა (1)
- დევნოსაძე (1)
- დონორი (1)
- დუქანი (1)
- ეკა ლომიძე (1)
- ვაზი (1)
- ვაკე (1)
- ვეკო პაპასკირი (1)
- ვირუსი (1)
- ზაალ ქიქოძე (1)
- თავი (1)
- თავლა (1)
- თუთის ხე (1)
- თუშეთი (1)
- იაპონია (1)
- ინტერნეტი (1)
- იშთარ (1)
- კაბა (1)
- კლარჯეთი (1)
- კობა ჭუმბურიძე (1)
- ლილიტი (1)
- მაგარი ბაბუა (1)
- მაჩნიხარ (1)
- მერაბ ხაბაზი (1)
- მესხეთი (1)
- მისამართი (1)
- მისაქციელი (1)
- მიშა (1)
- მიხეილ ხეცოიძე (1)
- მკვლელობა (1)
- მლეთა (1)
- მოხუცი (1)
- მტერი (1)
- მუცო (1)
- მშობიარობა (1)
- მშობიარობა ბაშვები (1)
- ომი (1)
- ორსულობა (1)
- ოშკი (1)
- პაემანი (1)
- რაბინდრანათ თაგორი (1)
- რასა (1)
- რაჭა (1)
- რეზუსი (1)
- რიკოთი (1)
- საგზაო მოძრაობა (1)
- სამყარო (1)
- სამშობიარო ბლოკი (1)
- სამძიმარი (1)
- სიდედრი (1)
- სიზმარი (1)
- სისხლი (1)
- სიყვარული (1)
- სიყვარულის ახსნა (1)
- სტატია (1)
- ტაო (1)
- უზანგი (1)
- უმისამართო (1)
- უხუცესი ხუნევი ლომიძე (1)
- ღმერთი (2)
- ყივჩაღი (1)
- შვილი (1)
- შორენა (1)
- შუქნიშანი (1)
- ცოლი (1)
- ძიუდო (1)
- წარღვნა (1)
- წაწალი (1)
- წვიმა (1)
- ხანძთა (1)
- ხევსურეთი (1)
- ჯოჯოხეთი (1)
