Sunday, February 6, 2011

მეგობრის სიზმარი

დილით დავურეკე, მოვიკითხე. რაღაც საქმეზე უნდა წავსულიყავით ერთად და მე გეგმა შემეცვალა. უნდა გამეფრთხილებინა. ცოლი შემევედრა, ოღონდ სახლიდან გაიყვანე, ღრმა დეპრესიაშიაო. თურმე ბოლო სამი თვეა ცუდი სიზმრები აქვს. არა, სიზმარში კი არ ხდება უბედურება, სიზმრის მერე იწყება კოშმარი. 
ცოლმა მითხა, ჩემს ქმარს ბოლო დროს ხშირად ესიზმრება დედაჩემიო (ის ქალი ცოცხალია და საღ-სალამათი, თან ძალიან კეთილია). მერე რა - მეთქი? გულწრფელად გამიკვირდა. როგორ რა, დაესიზმრება და იმ დღეს საპატრულო პოლიციის ჯარიმას ვერ აცდებაო. გაკოტრების გზაზე ვართ დამდგარი ამის სიზმრების გადამკიდეო. სიზმარი რა შუაშია, დედაშენი შუქნიშანივით ესიზმრება შენს ქმარს, აფრთხილებს, რომ საგზაო წესები ისწავლოს და მაგანაც ისწავლოს - მეთქი.:)) ეჰ, მოძრაობის წესების რა გითხრა, მაგრამ დედაჩემის დასიზმრების შიშით ძილი გაუკრთაო, _ დაიწუწუნა ცოლმა. გადამრევს ეს ხალხი:))

2 comments:

  1. პირველ კომენტარს გავაკეთებ კატერინა. :))) გილოცავ ბლოღს! წარმატებები ორთავეს! :)

    ReplyDelete
  2. :* გმადლობ ლაშ, შენ ჩემი საგანძურის, სამეგობროს ერთ-ერთი ძვირფასი წარმომადგენელი ხარ და ეს ბლოგი შენც გეკუთვნის:)

    ReplyDelete

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები