ტუბერკულოზი სოციალური მდგომარეობის მიხედვით არ გვირჩევს
ჩემს მეგობარ, ძალიან ლამაზ და ეკონომიკურად ძლიერ ახალგაზრდა ქალს ნატა მ-ს ტუბერკულოზი დაუდგინდა. მას ხშირი მივლინებები აქვს
უცხოეთში და ძირითადად თვითმფრინავით სარგებლობს. ამიტომაც
ვარაუდობს, რომ დაავადება ფრენისას, სალონში შეეყარა.
ტუბერკულოზის დიაგნოზის დადგენამდე ის ბევრ თამბაქოს მოიხმარდა და ფაქტობრივად არ მისდევდა ცხოვრების ჯანსაღ წესს,
ამიტომაც მიიჩნევს, რომ მოუწესრიგებელი რეჟიმის, ძირითადად უძილობის გამო დასუსტებულმა იმუნურმა
სისტემამ
წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტუბერკულოზის
ბაქტერიას და...
მან პირველი სიმპტომებისთანვე დაიწყო გამოკვლევა და მკურნალობა და თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, თუ საეჭვო ნიშნები გამოაჩნდებათ და ტუბერკულოზის საფრთხეს იგრძნობენ, ნუ გაუთამამდებიან სენს და დროულად დაიწყონ გამოკვლევა და მკურნალობა. ნატამ
მკურნალობის პერიოდში საბოლოოდ დაასკვნა, რომ ტუბერკულოზი ეკონომიკურად გაჭირვებული ადამიანების დაავადება არ ყოფილა, მას შეიძლება
ნებისმიერ დროს გადაეყაროთ და თქვენი ორგანიზმი შეუმჩნევლად დათრგუნოს.
ტუბერკულოზი თურმე ფარაონების ეპოქაშიც სჭირდათ და დაავადების კვალი არც მეტი, არც ნაკლები, მდიდრულ სარკოფაგებში დაფიქსირდა. დიახ, დაავადება უფრო ძველია, ვიდრე ზოგიერთი მუმია.
ეგვიპტური მუმიების კვლევის მიხედვით, დაავადება 6,000 წლისაა. თუმცა, მიკრობაქტერიების გენეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, მეცნიერთა
ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ტუბერკულოზი აფრიკაში 15,000-20,000 წლის წინ გაჩნდა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს დაავადება შესაძლოა 70,000 წლის წინანდელიც კი იყოს. მოგვიანებით ტუბერკულოზმა
უამრავი ცნობილი ადამიანი შეიწირა. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაავადებამ პიკს მე-19 და
მე-20 საუკუნეებში მიაღწია და მისი შეყრის შედეგად დაიღუპნენ
ემილი ბრონტე, ანტონ ჩეხოვი, ალბერტ კამიუ, ფრედერიკ შოპენი და ფრანც კაფკა.
საშველი 1882 წლის 24 მარტს
გამოჩნდა, როდესაც გერმანელმა
ექიმმა რობერტ კოხმა დაავადების გამომწვევი
ტუბერკულოზის მიკრობაქტერია
(Mycobacterium tuberculosis) აღმოაჩინა.. ამის გამო 1905
წელს კოხს
ნობელის პრემია მიენიჭა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი 1882 წლის 24 მარტი
ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა (“World TB Day”).
მას შემდეგ ტუბერკულოზი დამარცხებად დაავადებად მიიჩნევა, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი სიმპტომების გამოვლენისთანავე
დავიწყებთ
სამედიცინო კვლევას და მკურნალობას.
ტუბერკულოზი ჰაერით ვრცელდება. როდესაც ადამიანი აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულია და ახველებს ან აცემინებს, ის ავტომატურად მიკროსკოპულ წვეთებს ავცელებს. ეს წვეთები, კი, გარშემო მყოფთა მიერ ადვილად შეისუნთქება, რაც დაავადების კერას წარმოშობს. ხშირად დაავადებულ ადამიანებს არ აქვთ გამოხატული სიმპტომები, რადგან ორგანიზმში მხოლოდ ბაქტერიაა მოთავსებული. ამ შემთხვევაში მათ ფარული ტუბერკულოზი სჭირთ, რაც გადამდები არ არის. დადასტურებულია, რომ ფარული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების 10%-ს აქტიური, მწვავე ტუბერკულოზი უვითარდებათ. სუსტი იმუნიტეტი ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ფარული ტუბერკულოზი აქტიურ ტუბერკულოზში გადაიზარდოს.